ქუთაისში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები იმერეთის სამხარეო პოლიციასთან მივიდნენ.
ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ბათუმში დაკავებულ პირებს და აცხადებენ, რომ რეჟიმმა ათამდე ადამიანი უკანონოდ დააკავა.
46 დღეა, ქუთაისში, ყოველდღე საპროტესტო გამოსვლები იმართება. ქუთაისელები ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
კომენტარები