სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში დაზიანებებით შეიყვანეს, დამაკმაყოფილებელია.
ახლობლების ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, ჩვეულებრივ პალატაშია გადაყვანილი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და შესაძლოა, მალე ბინაზე გაწერონ.
მომხდარის შესახებ “ინფო იმერეთი” წერდა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე ჰქონდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მასზე სასულიერო პირმა იძალადა და მიატოვა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომელმაც განაცხადა, რომ გზაზე იპოვა.
მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
კომენტარები