სასულიერო პირი, რომელმაც ქალს სცემა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ახალგაზრდა ქალი სასტიკად არის ნაცემი. მას დაზიანებები აღენიშნება სახის, თავის, გულ-მკერდის და კიდურების არეში.
ახალგაზრდა ქალი, სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანებებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
პირმა, რომელმაც ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მიიყვანა, განაცხადა, რომ ის გზაზე იპოვა.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები