მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე დანაშაულია იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც დაჭერილები არიან, ნაცემები არიან”

“საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე დანაშაულია იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც დაჭერილები არიან, ნაცემები არიან”

ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

იძულებით ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსის გოგი წულაიას თქმით, ამომრჩევლის დაკვეთა ბოიკოტია.

“მე ვთვლი, რომ საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე დანაშაულია იმ ახალგაზრდების წინაშე, რომლებიც დაჭერილები არიან, ნაცემები არიან, ახალ არჩევნებს ითხოვენ, ჯარიმდებიან და იტანჯებიან.

როდესაც მე დაკავებული ვიყავი, მაშინ იყო საუბარი მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც პოლიტიკოსები შელაგდნენ, ეს იყო მაშინ ჩემთვის აღმაშფოთებელი. მე წარმოვიდგენ ახლა იმ ახალგაზრდების ადგილზე თავს, რომლებიც ციხეში არიან და ელოდებიან  ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ახლა, როცა პოლიტიკოსები იწყებ ფიქრს ადგილობრივ არჩევნებზე, ეს არის კატასტროფა. დაიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ გამოვიდეს ქუჩაში ისევ ხალხი და როგორ მიიღოთ ის შედეგი, რასაც ახალგაზრდები თვეებია, ითხოვენ და დაანებეთ ფიქრი ადგილობრივ არჩევნებს”,- აცხადებს ემიგრაციაში მყოფი გოგი წულაია.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

კომენტარები