იმერეთის რეგიონის წილი საქართველოს ეკონომიკაში შემცირდა, – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს მშპ-ის სტატისტიკას ასახავს.
თუკი 2022 წელს იმერეთში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8% იქმნებოდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 7.8 %-მდე ჩამოვიდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტის კლებაა.
ეს შემცირება სავარაუდოდ, დაკავშირებულია იმერეთის ქალაქების მოსახლეობის კლების გრძელვადიან ტენდენციასთან, ასევე იმ ფაქტთან, რომ გასულ წელს იმერეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფეროშენადნობების მოპოვება კრიზისში იყო და წარმოების და ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებული იყო.
საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს დედაქალაქი წარმოადგენს. თბილისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში მეორე ადგილზეა აჭარა, რომელზეც მშპ-ის 9.5% მოდის, რაც თანხობრივად 2023 წელს 7.7 მილიარდი ლარი იყო, ამასთან აჭარის წილი საქართველოს ეკონომიკაში გასულ წელს 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საქართველოს ეკონომიკის 7.5%-ს ქმნის ქვემო ქართლის რეგიონი, რაც წინა წელთან შედარებით ასევე 0.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
კომენტარები