საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. ნაკრებში ირიცხება ქუთაისელი სპორტსმენი სანდრო მუმლაძე.
საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა. შედეგად საქართველოს ნაკრები მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მასპინძელი ახალი ზელანდია, ბულგარეთი, ტაილანდი და ჩინეთის ტაიპეი დაამარცხა.
კომენტარები