მთავარიახალი ამბებისლაიდი

საქართველოში ყოველ მე-4 პენსიონერს საპენსიო კრედიტი აქვს აღებული

საქართველოში ყოველ მე-4 პენსიონერს საპენსიო კრედიტი აქვს აღებული

საქართველოს პენსიონერებსა და სოცდაუცველებს სულ 341.7 მილიონი ლარის “საპენსიო სესხები” აქვთ აღებული. ეს არის კრედიტები, რომლებიც სახელმწიფო სოციალური დახმარებით და პენსიებით არის უზრუნველყოფილი.

“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35.4%-ია.

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, სულ 370,168 ასეთი სესხი იყო მოქმედი ანუ თითქმის ყოველ მეოთხე პენსიონერს და სოცდაუცველს მოქმედი საპენსიო კრედიტი აქვს.

საშუალოდ ერთი საპენსიო სესხის მოცულობა 923 ლარს შეადგენს. ამჟამად, საპენსიო სესხებზე “ლიბერთი ბანკის” მთლიანი საცალო საკრედიტო პორტფელის 30% მოდის.

კომენტარები