მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საქართველო დადექი!“, – ამ გზავნილით დღეს ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში აქცია გაიმართება

“საქართველო დადექი!“, – ამ გზავნილით დღეს ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში აქცია გაიმართება

“საქართველო დადექი!”, – ამ გზავნილით დღეს, თბილისში,  ქუთაისსა და ბათუმში აქცია გაიმართება.

ქუთაისელები შეკრებას 19:00 საათზე ქალაქის მერიასთან დაიწყებენ.

“საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში. დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

აქცია თბილისში, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება.

კომენტარები