მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ერთი ოჯახის თვის საშუალო ხარჯი 5.2%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ერთი ოჯახის თვის საშუალო ხარჯი 5.2%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემების თანახმად 2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ ოჯახისთვის, წინა წელთან შედარებით, 5.2 %-ით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2 %-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება, ყველაზე მეტი 38.1% სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმზე იხარჯება, მეორე ადგილზეა კომუნალურები, მესამეზე ჯანმრთელობა. ყველაზე ნაკლები განათლებაზე იხარჯება.

სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე 38.1%

საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე 11.6%

ჯანმრთელობის დაცვაზე  11.0%

ტრანსპორტზე 10.8%

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 5.3%

საოჯახო მოხმარების საქონელზე 4.7%

განათლებაზე 2.8%

სხვა სამომხმარებლო ხარჯები 15.6%

კომენტარები