ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭავაძის 18-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, საკანალიზაციო სისტემა გაჭედილია, რის გამოც სადარბაზოები დატბორილია.
“საშინელი მდგომარეობაა სარდაფებში, ასევე გაუსაძლისი სუნი დგას სადარბაზოებში. კანალიზაცია გაჭედილია. არ არის გამორიცხული, ფეკალური მასები სასმელ წყალს შეერიოს. ვითხოვთ დახმარებას”, – ამბობენ ადგილობრივები.
კომენტარები