2024 წელს საჩხერეში 329 ბავშვი დაიბადა, 502 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, საჩხერეში 2023 წელს 376 ბავშვი დაიბადა, 498 ადამიანი გარდაიცვალა.
2022 წელს რაც შეეხება, აღნიშნულ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტში 384 ბავშვი დაიბადა, 578 ადამიანი გარდაიცვალა.
ზოგადად იმერეთში შობადობა შემცირებული, სიკვდილიანობა კი გაზრდილია. აღნიშნულ რეგიონში 2024 წელს, 4494 ბავშვი დაიბადა, 7212 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები