მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სიცოცხლის ფასად არ დავთმობთ მამაპაპისეულ მიწებს” – საპროტესტო აქცია კურორტ საირმეში

“სიცოცხლის ფასად არ დავთმობთ მამაპაპისეულ მიწებს” – საპროტესტო აქცია კურორტ საირმეში

კურორტ საირმეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები “საირმეს რეკრეაციული ფერმის” მოწყობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, ტყე ხალხს ეკუთვნის და არა ერთ პიროვნებას.

თემურ კოხოძეს საირმის ტყის 13 202 ჰექტარი, ნახევარსაუკუნოვანი იჯარით გადაეცა.

აქციის მონაწილეების ბრალდებებს უარყოფენ “საირმეს სარეკრეაციო ფერმაში” და აცხადებენ, რომ რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე, “საირმეს რეკრეაციულ ფერმაში”, პირველად ისტორიაში, კავკასიურ კეთილშობილ ირემს და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

აღსანიშნავია, რომ “საირმეს რეკრეაციულ ფერმაში” მიმდინარე წელს უკვე ჩაიდო 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი.

“საირმეს რეკრეაციული ფერმის” პროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა.

დეტალური ინფორმაცია ,,საირმეს რეკრეაციული ფერმის” შესახებ: https://sairmeresort.ge/blog/sairme-recreational-farm

 

 

ფოტო: ინფო ბაღდათი

კომენტარები