მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სოლიდარობა “ბათუმელებს” – ქუთაისში მზია ამაღლობელის პატიმრობა გააპროტესტს

“სოლიდარობა “ბათუმელებს” – ქუთაისში მზია ამაღლობელის პატიმრობა გააპროტესტს

ქუთაისში მედიის და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა “ბათუმელების” დამფუძნებელს სოლიდარობა გამოუცხადეს და მისთვის შეფარდებული პატიმრობა გააპროტესტეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარედგინა, რაც სამართალდამცველზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები