მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელ გელათში აქციის მონაწილეებს “ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ

სოფელ გელათში აქციის მონაწილეებს “ოცნების” მხარდამჭერები თავს დაესხნენ

ქუთაისთან ახლოს, სოფელ გელათში, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა, აქტივისტებს “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მყოფების თქმით, ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ქალებიც. თავდამსხმელები მათთვის ტელეფონების წართმევას ცდილობდნენ.

შემთხვევის შემდეგ რამდენიმე აქტივისტი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

“ჩვენი მოძრაობა “მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის” გავიდა რეგიონებში იმისთვის, რომ ხალხთან გასაუბრება მომხდარიყო უშუალოდ იმ თემაზე, რომ ნომერ პირველი პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს თავის პროვოკაციულ გამოხტომებს. ჩვენ ახლა ვართ პოლიციაში გამოკითხვაზე, მაგრამ მთავარი დამნაშავე ვინც იყო, ვინც მოვარდა და ხელ-ფეხი ურტყა ხალხს, ფაქტობრივად, ის საერთოდ გაქრა. გვარიც ვიცით, სახელიც ვიცით, ირაკლი ნიშნიანიძე, მაგრამ პოლიციას ის არ მოუყვანია”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

კომენტარები