ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, დაზარალებულებმა გურამ გიგაშვილმა და შორენა ავალიანმა სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ შეძლეს.
ხანძარმა სახლი სრულიად გაანადგურა.
“ოჯახში ორი არასრულწლოვანი და ინვალიდი ბაბუა ჰყავთ. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ. 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია მათთვის. მადლობა ყველას ამბის გულთან მიტანისთვის. გიტოვებთ ანგარიშის ნომრებს.
მიმღები დარიკო ავალიანი
საქ.ბანკი #GE21BG0000000606285643
თიბისი #GE68TB7539045064300093
ლიბერთი ბანკი #GE54LB011188075246000”,- აღნიშნულია მიმართვაში.
შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
კომენტარები