წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მე-12 კლასელი მოსწავლე სოფია ბანძელაძე ტრაგიკულად დაიღუპა.
გოგონას პედაგოგები და მეგობრები ემშვიდობებიან.
“მზიანი, კეთილი, თავაზიანი, მუდამ ღიმილიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სტუდენტობაზე ოცნებობდა, მომავალს გეგმავდა. ვერავითარი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რომელიც დაუტოვა თანაკლასელებს, დაუტოვა სოფელს, დაგვიტოვა მის მასწავლებლებს.
ვუსამძიმრებთ მის საოცრად თბილ და სიკეთით სავსე ოჯახს – მშობლებს, ძმებს. გამძლეობა მისცეთ უფალმა.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა სოფიას სულს”,- წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მოსწავლის მასწავლებელი.
კომენტარები