ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება.
დღეს პროტესტის 286-ე დღეა.
სოფლის მოსახლეობა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” და სახელმწიფოსგან განადგურებული საცხოვრებლის და საარსებო გარემოს გამო სამართლიან კომპენსაციას მოითხოვს.
მოსახლეობამ თბილისში, პარლამენტის წინ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, რის შემდეგაც “ქართული ოცნებისგან” მიიღო დაპირება პრობლემის მოგვარების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეები საკუთარ სოფელს დაუბრუნდნენ.
“მაუწყებელთან” საუბრის დროს სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ამის შემდეგ მათ არავინ დაკავშირებიათ.
კომენტარები