მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფო როინიშვილი – ეს იყო ჩემი მხრიდან დაუმორჩილებლობის აქტი

სოფო როინიშვილი – ეს იყო ჩემი მხრიდან დაუმორჩილებლობის აქტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პედაგოგ სოფო როინიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ფოიერვერკის გასროლის გამო, 5 000-ლარიანი ჯარიმით ან 2-კვირიანი პატიმრობით ემუქრებიან.

სოფო როინიშვილის თქმით, მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან პიროტექნიკის გამოყენება დაუმორჩილებლობის აქტი იყო.

“მედავებიან იმას, რომ გუშინ, საპროტესტო მსვლელობის დროს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ვისროლე პიროტექნიკა, ეს იყო ჩემი მხრიდან დაუმორჩილებლობის აქტი. მე ვიცოდი, აბსოლუტურად გაცნობიერებული მქონდა ამას რა მოჰყვებოდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ კრიმინალურ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვუთხარით, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია და არ გვეშინია იმ რეპრესიების, რომელსაც ის ახორციელებს თითოეული ჩვენი მოქალაქის მიმართ.

ეს მუხლი ითვალისწინებს 15-დღიან პატიმრობას, ან 5 000-ლარიან ჯარიმას. მე არცერთს არ ვეთანხმები”, – განაცხადა სოფო როინიშვილმა “ინფო იმერეთთან”.

კომენტარები