მთავარიახალი ამბებიიმერეთი

სტივ კინი ახალი სეზონიდან “ტორპედოს” სპორტული დირექტორი იქნება

სტივ კინი ახალი სეზონიდან “ტორპედოს” სპორტული დირექტორი იქნება

სტივ კინი ახალი სეზონიდან “ტორპედოს” სპორტულ დირექტორად იმუშავებს.

მისი კლუბში მუშაობის გასული 20 თვის შეფასებისას კინმა აღნიშნა, რომ ეს მეტად საინტერესო და გამოწვევებით დატვირთული ეტაპი იყო მის კარიერაში.

მისივე თქმით, პირველ გუნდთან მუშაობის პარალელურად, ბევრი დრო არ რჩებოდა, ეზრუნა კლუბის მრავალმხრივ განვითარებაზე, დღეიდან კი მისი დრო სრულად დაეთმობა ახალ გამოწვევას და ის მზადაა, მაქსიმალურად ჩაერთოს კლუბის სტრუქტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში.

როგორც მან აღნიშნა, მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია აკადემიის ხელშეწყობა, როგორც მეთოდური სიახლეების დანერგვის, ისე ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური მიდგომების გასავითარებლად.

კომენტარები