ვანის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თბილისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და ადგილობრივები მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სულორი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივების განცხადებით, ისინი ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგანაც ეკოლოგიას პრობლემები შეექმნება. სულორელები ამბობენ, რომ არ სჯერათ “ქართული ოცნების”, რადგან ნებისმიერ სამუშაოს სოფელში უხარისხოდ ასრულებენ.
სულორში ჰესს ვანის საკრებულოს “ოცნების” დეპუტატის დედის კომპანია აშენებს. დირექტორი კი “ოცნების” შემომწირველია.
კომენტარები