მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, – წარწერა ქუთაისის მერიის ფასადზე

“სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, – წარწერა ქუთაისის მერიის ფასადზე

“სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, – აკაკი წერეთლის ეს სიტყვები ქუთაისის მერიის ფასადზე პროექტორის მეშვეობით ამოანათეს.

ევროპული მომავლის მცველები აცხადებენ, რომ დღეს სირცხვილია რეჟიმის სამსახურში ყოფნა.

უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს ქუთაისელები ხელახალი არჩევნების და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ისევ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, უკანონოდ აკავებენ, აჯარიმებენ და პატიმრობას უსჯიან ადამიანებს მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისთვის, მაშინ, როცა ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელები არიან და კრიმინალი დღითი დღე იმატებს.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, “ოცნების” არალეგიტიმური ხელისუფლება ძალაუფლებას უნდა ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები