მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტორპედოში” გადმოსვლით ბედნიერი ვარ, გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე დავიხარჯები”

“ტორპედოში” გადმოსვლით ბედნიერი ვარ, გულშემატკივარს ვპირდები, რომ ბოლომდე დავიხარჯები”

ტირასპოლის “შერიფიდან“ ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლის შემდეგ ლადო მამუჩაშვილმა ახალ გუნდში საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

“ქუთაისის „ტორპედოში“ გადმოსვლით ბედნიერი ვარ. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მინდა, კლუბს მადლობა გადავუხადო იმ ნდობისა და დაფასებისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა. ვეცდები, „ტორპედომ“ ყველა შეხვედრაში წარმატებას მიაღწიოს.

ჩემპიონობის გარდა, სხვა მიზანი არ განიხილება. ქუთაისელ გულშემატკივარს ვპირდები, რომ „ტორპედოსთვის“ ბოლომდე დავიხარჯები, რათა ეროვნულ ლიგასა და კონფერენსლიგაში წარმატებით ვითამაშოთ“.

ლადო მამუჩაშვილის დებიუტი ქუთაისის „ტორპედოში“, სავარაუდოდ, 27 ივნისს შედგება, როდესაც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სუპერთასის ნახევარფინალში „სპაერს“ დაუპირისპირდება – „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები