მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტურიზმს პულსიც აღარ ესინჯება, რასაც წლები ვაშენებდით, ახლა ეგ ყველაფერი ინგრევა”

“ტურიზმს პულსიც აღარ ესინჯება, რასაც წლები ვაშენებდით, ახლა ეგ ყველაფერი ინგრევა”

“ტურიზმს პულსიც აღარ ესინჯება, რასაც წლები ვაშენებდით, ახლა ეგ ყველაფერი ინგრევა”, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ვითარება მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო მძიმე გახდება.

“მთლიანად ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუ დავაკონკრეტებ და ტურიზმზე ვილაპარაკებთ, ტურიზმს საერთოდ პულსიც აღარ ესინჯება, ისეთ მდგომარეობაში ვართ.

რაც შეეხება მოლოდინებს, სიტუაცია რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლების უმაღლესი პირებიც არიან დასანქცირებული, ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ ისეთი მაღალმხარჯველი ტურისტები, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ ეკონომიკაში შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი. ზოგადად, რასაც წლები ვაშენებდით, ეგ ყველაფერი ახლა ინგრევა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები