იმერეთსა და ზოგადად მთელ ქვეყანაში ვიზიტორების შემცირებაზე ტურისტული კომპანიები საუბრობენ.
“თრეველერს გრუპის” დამფუძნებელი თამუნა კვანტალიანი ამბობს, რომ წელიწადის იმ დროს, როცა ქვეყანას ყველაზე მეტი ტურისტი უნდა სტუმრობდეს, გიდების უმრავლესობას ვიზიტორები არ ჰყავს.
“ამ დროს ტურისტულებს და გიდებს არასოდეს გვეცალა. მე თვითონ ვარ გასული ქვეყნიდან. ტურისტების ყველაზე აქტიური შემომყვანები ქუთაისში გაჩერებული ვართ ფაქტობრივად. არ გრცხვენიათ?! ასეთი მავნებლები რანაირად ხართ?! იმუშავეთ იმისთვის, რომ ტურისტები შემოვიდნენ! ქვეყნის პიარზე იმუშავეთ გიჟივით, თუ არ გინდათ ჩამოგენგრეთ ჩვენი სფერო მთლიანად. უვიცებო და უმაქნისებო, უტეხებო”, – მიმართავს თამუნა კვანტალიანი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.
კომენტარები