პოლიტიკური ნიშნით ტყიბულის შახტებიდან გათავისუფლებულ დასაქმებულებს დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მხარდასაჭერი აქცია მუნიციპალიტეტის მერიასთან გაიმართა.
გათავისუფლებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რა მიზნით შეუწყვიტეს საქმიანობა.
მხარდაჭერის მიზნით, ტყიბულში ჩამოსული სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო.
კომენტარები