მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ტყიბულში სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს”

“ტყიბულში სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს”

პარლამენტის დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ხობისა და სენაკის შემდეგ ტყიბულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

“ხობის და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის – მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად „ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკა გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ის რამდენიმე დღის წინ სკოლის დირექტორის შოთა ჯინჯიხაძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნანა ამბროლაძეს, რომელსაც ტყიბულში დიდ პატივს სცემენ და დავპირდეთ თითოეულ მათგანს – ამ ქვეყანაში ნაცური მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს. და ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით მივალთ ევროპაში!” – განაცხადა ბუჩუკურმა.

კომენტარები