მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტყიბულში 100-მდე მეშახტე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგვათავისუფლეს”

“ტყიბულში 100-მდე მეშახტე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგვათავისუფლეს”

მეშახტეების ინფორმაციით, ტყიბულში 100-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დასაქმებულები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

მეშახტეების თქმით, ისინი სოციალურ ქსელში და პირად საუბრებშიც არ მალავდნენ, რომ ქვეყანას  ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეს და ცვლილებების დროა.

“ხშირად ამის გამო შენიშვნას მაძლევდნენ და მითხრეს, რომ ჩემ სამსახურსაც პრობლემები შეექმნებოდა, არ გავითვალისწინე და გუშინ გამოგვიცხადეს, რომ ახალი წლიდან სამსახურის გარეშე ვრჩებით”, – ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

“ინფო იმერეთს” “საქნახშირის” ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ აღნიშნულ პირებს კომპანიამ გადამზადება შესთავაზა, რის შემდეგაც ისინი მზად არიან, მათთან კიდევ უფრო კარგი პირობებით გააგრძელონ თანამშრომლობა.

კომენტარები