მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა

უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი გაუქმდა

უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;

24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი;

24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი.

ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ, ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.

შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

კომენტარები