მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უბედური შემთხვევა ბაღდათში – ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა ბაღდათში – ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, გრძელიძეების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

“ინფო იმერეთს” თვითმხილველები უყვებიან, რომ ცეცხლი სახლში სწრაფად გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.

ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები