მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უმუშევრობა, უიმედობა და შობადობის კლება – ტყიბულის მოსახლეობა რეკორდულად შემცირდა

უმუშევრობა, უიმედობა და შობადობის კლება – ტყიბულის მოსახლეობა რეკორდულად შემცირდა

იმერეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ცოტა ადამიანი ტყიბულში ცხოვრობს.

საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 15 200 ადამიანს ცხოვრობს.

ტყიბულში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს.

მაგალითისთვის, 2015 წელს ტყიბულში 20 700 ადამიანი ცხოვრობდა, 2020  წელს – 18 200, 2024 წელს ტყიბულში მცხოვრებთა რაოდენობა 15 800-მდე შემცირდა, 2025 წელს კი კიდევ უფრო მოიკლო.

სამსახურების არ არსებობა,  დაბალი ანაზღაურება,  შობადობის შემცირება, სიკვდილიანობის გაზრდა, უიმედობა და უპერსპექტივობა – ეს ის მიზეზებია, რის გამოც ტყიბულებები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

კომენტარები