ქუთაისში საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს პროტესტის 47-ე დღეა.
ხელახალი არჩევნების დანიშვნის და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისელები დღესაც ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, “ქართული ოცნება” თავისი ქმედებებით ყოველდღიურად აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ხელახალი არჩევნები რაც შეიძლება, მალე უნდა დაინიშნოს.
კომენტარები