უწყვეტი პროტესტის 43-ე დღეს ქუთაისელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
სხვა დღეებისგან განსხვავებით აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვის ნაცვლად, ზებრა გადასასვლელის ორივე მხარეს განლაგდნენ და მოქალაქეებს საკუთარ მოთხოვნებს ასე აცნობენ.
მოთხოვნები კი ისევ უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
პროტესტის მონაწილეების თქმით, რეჟიმი აუცილებლად უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ წინსვლა განაგრძოს.
კომენტარები