მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ფერფლად მექცა მთელი ცხოვრების ნაწვალები” – ქუთაისში, ხორავას 4 ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“ფერფლად მექცა მთელი ცხოვრების ნაწვალები” – ქუთაისში, ხორავას 4 ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, ხორავას 4 ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

აღნიშნულ კორპუსში გუშინ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის მესამე სართულზე ყველაფერი დაიწვა, მეორე და პირველ სართულზე კი იმ რაოდენობის წყალი ჩავიდა, რომ ავეჯი და ტექნიკა მთლიანად დააზიანა.

“გუშინ რაც მეცვა, მხოლოდ ის დამრჩა, ფერფლად მექცა მთელი ჩემი ცხოვრების ნაშრომი და ნაწვალები, მერიაში კი გვითხრეს, რომ 500 ლარით დაგეხმარებითო. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვგეგმავთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მისვლას და შემდეგ გადაწყვეტთ რას და როგორ მოვიმოქმედებთ”, – აცხადებს დაზარალებული.

ხანძარი ხორავას 4 ნომერში კორპუსის სხვენში 26 იანვარს გაჩნდა, ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები