მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქართული ოცნება” “გახარია – საქართველოსთვის” წევრებისთვის დეპუტატების მანდატების შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

“ქართული ოცნება” “გახარია – საქართველოსთვის” წევრებისთვის დეპუტატების მანდატების შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს

“ქართული ოცნება” “გახარია – საქართველოსთვის” წევრებისთვის დეპუტატების მანდატების შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “გახარია – საქართველოსთვის” წევრები “არასაპატიო მიზეზით” აცდენდნენ სხდომებს.

მისივე თქმით, საკითხზე კომიტეტი მომდევნო სხდომას ორშაბათს გამართავს.

“ჩვენი კომიტეტის მიერ შემოწმდება 12-ვე დეპუტატი, რამდენად არის მათი მხრიდან რეგლამენტი დარღვეული და მომზადდება შესაბამისი დასკვნა. სავარაუდოდ, ორშაბათს გვექნება ამ საკითხზე კომიტეტის შემდეგი სხდომა და გთხოვთ დასწრებას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები