“ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობაზე ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ის ამ თანამდებობას 2021 წლის 16 იანვრიდან 2024 წლის 24 იანვრამდეც იკავებდა.
“ოცნების” თავმჯდომარის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გახდა ვაკანტური.
“ქართული ოცნების” რიგით მეცხრე ყრილობა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” გაიმართა.
ყრილობას საპატიო თავმჯდომარეც ესწრებოდა.
ყრილობაზე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცეს.
პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.
კომენტარები