ქუთაისში, პარტია “ახალის” საკრებულოს წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს.
მათ ხელში ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების დროს აქციებზე დაკავებული პირების ფოტოები ეჭირათ.
პარტია “ახალის” წევრების თქმით, “ქართული ოცნების” წევრები გმობდნენ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ჩადენილ გადამეტებულ ქმედებებს, თუმცა არ იღებენ ხმას და არ აპროტესტებენ, მოქმედი ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ სისასტიკეს.
შეგახსენებთ, რომ პროევროპულ აქციების დაწყებიდან დღემდე საერთო ჯამში 53 ადამიანია დაკავებული.
კომენტარები