ქვები – სოფელი იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემი).
მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 580 მეტრი. ხარაგაულიდან 12 კილომეტრი.
სოფელი ქვები მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, სადაც სოფელს იხსენიებს როგორც „დაბა ქუაბი“.
“ვახანს არს ციხე კარგი. ამ ციხის პირისპირ დაბა ქუაბი. ამას ზეით მებოძირი”.
კომენტარები