მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქვეყანას მოევლინა თენგიზ გველესიანის ქალიშვილი – სამწუხაროა, რომ მან ციხეში ყოფნის გამო შვილს დაბადება ვერ მიულოცა”

“ქვეყანას მოევლინა თენგიზ გველესიანის ქალიშვილი – სამწუხაროა, რომ მან ციხეში ყოფნის გამო შვილს დაბადება ვერ მიულოცა”

დაკავებულ მაღაროელს თენგიზ გველესიანს დღეს ქალიშვილი შეეძინა, – ინფორმაციას ფეისბუკგვერდი “მაღაროელი” ავრცელებს.

“დღეს ქართველ ერს კიდევ ერთი ქალბატონი შეემატა – ამ ქვეყანას მოევლინა თენგიზ გველესიანის ქალიშვილი.

სამწუხაროა, რომ თენგიზმა, რომელიც სრულიად უმიზეზოდ, დანარჩენ სამ ჩვენს მეგობართან ერთად, ციხეში იმყოფება, დღეს საკუთარ შვილს დაბადება ვერ მიულოცა.

თენგიზი არ არის მაღაროელი — ის ჭიათურაზე შეყვარებული ჭიათურელია. ის არ ეგუება უსამართლობას, თუმცა დღეს თავად არის უსამართლობის მსხვერპლი.

დავულოცოთ თენგიზს შვილი — ღმერთმა ჯანმრთელი, ბედნიერი და ღირსეული ადამიანად გაზარდოს!” – წერენ მაღაროელები.

4 ჭიათურელი მაღაროელი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 29 აპრილს დააკავეს. 13 ივნისს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები