ქუთაისელი მსროლელი გიორგი მუმლაძე, შერეულ წყვილში, სლოვენიის “დიდი პრიზის” გამარჯვებული გახდა.
ისსფ-ს “დიდი პრიზი“ 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სლოვენიის ქალაქ რუსეში მიმდინარეობს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვენიის “დიდ პრიზზე” ჩემპიონობა გიორგი მუმლაძის და თელაველი სალომე ფროდიაშვილის წყვილმა მოუტანა. მათ ფინალში მოლდავური დუეტი – ანა დულჩე და კლიმენტი ურსუ 17:13 დაამარცხეს.
გიორგი მუმლაძემ წინა დღით, ინდივიდუალურ შეჯიბრშიც იასპარეზა და ახალგაზრდებში პნევმატური პისტოლეტიდან X მეტრიან დისტანციაზე სროლაში 236.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. ქუთაისელი მსროლელი, მხოლოდ 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონ, რუმინელ ლუკა ჯოლდეას ჩამორჩა.
კომენტარები