ქუთაისელი ნანა ხორავა მსოფლიო პრიზიორია. ძალოსანმა ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პერუში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ნანა ხორავამ (76 კგ.) იასპარეზა.
ძალოსანმა მსოფლიო ფიცარნაგზე მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 97 / 101 / 103 კილოგრამი დაძლია, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო პრიზიორი გახდა.
ხორავამ აკვრაში დაძლეული 114/117 კილოგრამით მე-9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 220 კილოგრამით მე-4 პოზიციაზეა.
ძალოსანმა საქართველოს რეკორდიც დაამყარა. ხორავამ ატაცში ქვეყნის რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 12 კილოგრამით გააუმჯობესა.
ასევე სარეკორდო ზღვარს აკვრაში 2, ხოლო ორჭიდში 15 კილოგრამით გადააჭარბა.
თემურ ჯანჯღავა – ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ილია თვალოძე – ხორავას პირადი მწვრთნელი
გიორგი ჭინჭარაული – ექიმი რეაბილიტოლოგი
კომენტარები