მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე 5000 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე 5000 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჯარიმა.

აქტივისტის თქმით, მას უწყებიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 მარტს, თბილისში გამართულ პროევროპულ აქციაზე, გზის გადაკეტვას ედავება, თუმცა მიშიკო მუმლაძის თქმით, როცა ის ადგილზე მივიდა, საავტომობილო გზა უკვე გადაკეტილი იყო.

აქტივისტი ამბობს, რომ ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს.

“5000-ლარიანი ქვითარი გამოგეწერათო, დამირეკეს. 21:54 საათზე მივედი, გადავიღე სთორი, გზა დაკეტილი იყო უკვე, რამდენიმე მარში მოსული და მე გზის დაკეტვასთან რა შუაში ვარ? ვინც კიდე ამათ უსამართლობას ვერ ხედავთ მეცოდებით, თქვენს მომავალ თაობას ასეთი ჩამპალი წინაპრები რომ ეყოლებით”, – წერს მიშიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​ აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები