მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის მერვედფინალშია

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის მერვედფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძე მერვედფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ამერიკელი ვილიამ მორილი 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად ფრანგ ბაპტისტ დუბარის დაუპირისპირდება. ბაზაძის ორთაბრძოლა 16:40 საათზე დაიწყება.

ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე, ბექა ბაზაძე მეთექვსმეტედფინალში სანდროს მომავალ მეტოქესთან 14:15 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.

კომენტარები