ქუთაისმა გოგონათა და ჭაბუკთა შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში შეჯიბრებები ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისელმა სპორტსმენებმა. ჩემპიონები გახდნენ: ლილე სვანაძე – 9 წლამდე გოგონათა შორის; მართა დოგრაშვილი – 11 წლამდე გოგონათა შორის; ანასტასია ჭიჭინაძე – 13 წლამდე გოგონათა შორის; ბარბარე აშოთია – 15 წლამდე გოგონათა შორის და დავით თათვიძე – 13 წლამდე ჭაბუკთა შორის.
პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იასპარეზებენ.
კომენტარები