ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა.
დაზიანებულია ადგილობრივი მცხოვრების ღობეც.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს, ორივეში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. შეჯახების შედეგად ერთი მანქანა ინერციით მოცურდა და ოჯახის ეზოში შევარდა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა”, – უთხრა “ინფო იმერეთს” თვითმხილველმა.
კომენტარები