ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით აფრენილი თვითმფრინავი ბუდაპეშტში ავარიულად დაეშვა.
ამის მიზეზი მგზავრის მიერ ხომალდში სიგარეტის მოწევა, შემდეგ კი ადგილზე არსებული დაპირისპირება იყო.
“ქუთაისი-ბრიუსელის რეისზე ტიპმა სიგარეტი მოწია, ყველა ბორტგამცილებელთან და ნახევარ მგზავრებთან მუშტიკრივი გამართა და საბოლოო ჯამში ბუდაპეშტში ავარიული დაშვება მოგვიწია. ახლა უკვე ავფრინდით”, – წერს მგზავრი მარიამ კაულაშვილი.
კომენტარები