დღეიდან კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აახლებს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს. 2024 წელს ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი იყო ესტუმრა.
29 აპრილიდან Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს, 3 ივნისიდან კი სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.
კომენტარები