ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 42 მილიონამდე ლარი დაემატა.
როგორც საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ტრანსფერი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, თანხა, გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთებაზე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციაზე, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციაზე, სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაციაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაციაზე, ქალაქის დასუფთავებისათვის საჭირო სხვადასხვა სახეობის სპეცტექნიკის და ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენაზე დაიხარჯება.
ასევე ქუთაისს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის ერთი მილიონი ლარი გამოეყო.
კომენტარები