მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი განახლებული ფასებით იღებს ვიზიტორებს

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი განახლებული ფასებით იღებს ვიზიტორებს

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დათვალიერებისა და მომსახურების ახალი საფასური ამოქმედდა. ცვლილება ქუთაისის მერიის განკარგულების საფუძველზე შევიდა ძალაში.

განახლებული ტარიფები შემდეგნაირია:

ფოტო-ვიდეო გადაღება და სხვადასხვა ცერემონიალების ჩატარება (ხელის მოწერა, ჯვრისწერა, დაბადების დღე და სხვ.) – 100 ლარი

ინდივიდუალური ვიზიტი საქართველოს მოქალაქეებისთვის – 2 ლარი

ინდივიდუალური ვიზიტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 5 ლარი

ბაღში უფასოდ დაიშვებიან:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

7 წლამდე ასაკის ბავშვები;

მივლინებული პირები;

ბაღის დირექციასთან საქმიანი ვიზიტით შემოსული პირები;

სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით მოსული სტუმრები;

კომენტარები