მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ბულვარი, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ქუთაისობასაც ვერ გაიხსნება

ქუთაისის ბულვარი, რომლის რეაბილიტაციაც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ქუთაისობასაც ვერ გაიხსნება

ქუთაისის ისტორიული ბულვარის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, ქალაქის მთავარ დღესასწაულზე, 2 მაისს, ქუთაისქალაქობასაც ვერ სრულდება.

სამუშაოები რომელიც წლები ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რამდენიმე კვირაა დაჩქარდა, თუმცა გვირილობისთვის მისი გახსნა ვერ ესწრება.

“ხომ არის რაღაც კორპუსები, რომელსაც შეარქვეს არ აშენდა, ამას ჰქვია ვერ დასრულდა. სოციალურ ქსელში ვკითხულობდი რამდენიმე დღის წინ, თურმე ამ ბულვარის რეაბილიტაცია წინა წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სირცხვილი არაა, ამ დრომდე რომ დაუსრულებელია?! ამაზე ქოცებს რეაქცია არ აქვთ”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამ ეტაპზე ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები.

პარკში მოეწყო მედიათეკა.

პარკის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო „გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში შეიქმნა ახალი რეკრეაციული სივრცე – „ვარდების ხეივანი“.

ქუთაისელები ამბობენ, რომ ბულვარის რეაბილიტაციას რამდენიმე ათეული ხე შეეწირა.

ქალაქის მთავარი ბულვარის რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარი გამოიყო.

კომენტარები