მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში სავარაუდოდ, სასულიერო პირისგან სასტიკად ნაცემი ქალი შეიყვანეს

ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში სავარაუდოდ, სასულიერო პირისგან სასტიკად ნაცემი ქალი შეიყვანეს

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ქალი შეიყვანეს, რომელიც სასტიკად არის ნაცემი.

ქალს დაზიანებები სახის, თავის, გულ-მკერდის არეში და კიდურებზე აღენიშნება.

“ინფო იმერეთს” წყარომ განუცხადა, რომ ფაქტი სასულიერო პირმა ჩაიდინა.

შემთხვევა კი იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ჩვენთვის ცნობილია სამედიცინო დაწესებულება, შემთხვევის ადგილი, დაზარალებული ქალისა და სავარაუდო დამნაშავე სასულიერო პირის ვინაობა, თუმცა დეტალებს შეგნებულად არ ვასახელებთ.

კომენტარები